მათემატიკის გაკვეთილების
ინტეგრირება ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გაკვეთილებთან
საგანმანათლებლო სივრცეში სიახლეების დანერგვის პროცესში,
მასწავლებლები ვეძებთ უკეთესი მუშაობის გზებს, პროფესიული სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად
მასწავლებელმა საჭიროა განავითაროს
ისეთი უნარ-ჩვევა, როგორიცაა მათემატიკის სფეროში არსებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამასთან საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნით, მოსწავლეებმა სწავლება სწავლის დროს, მათემატიკის
შესწავლამ მოსწავლეები მოამზადოს ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ამ მიმართებით ჩემს საქმიანობაზე დაკვირვებამ დამაყენა
იმ პრობლემის წინაშე, რომ გამეუმჯობესებინა მიღებული ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერის
მიმართებით საქმიანობა.
მიზანი. თეორიულად
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი განვითარება - ცოდნის ტრანსფერი. მოსწავლეებმა შეძლონ დააკავშირონ საგნობრივი ცოდნა,
საკუთარი ცხოვრება და გამოცდილება, მათემატიკაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში
და ცალკეული საგნების სწავლების პროცესში მისი გამოყენება.
განხორციელების გზა.
გაკვეთილის ფორმად შევარჩიე პრეზენტაცია წინასწარ მოსწავლეებისათვის მიცემული საშინაო დავალების საფუძველზე, რადგანაც საშინაო დავალება არის სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი
ნაწილი. საშინაო დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეები დააკავშირებენ გაკვეთილზე
მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ პრაქტიკასთან.
საერთაშორისო კვლევებით( TIMSS) (მულისი, მარტინი, ფოი. 2007 წ.) ცხადყოფენ,რომ მოსწავლეები,
რომლებიც ასრულებენ საშინაო დავალებას გაცილებით წარმატებულნი იყვნენ ვიდრე ის მოსწავლეები,
რომლებიც არ ასრულებენ. გამოვიყენე დავალების
სამი ძირითადი სახე:
·
პრაქტიკული სამუშაო,
·
მოსამზადებელი ,
·
მასალის გაღრმავების.
საშინაო დავალება ემსახურება მრავალფეროვანი მიზნების
მიღწევას:
·
კლასში ნასწავლი მასალის გამეორება
და გამყარება;
·
დროის სწორად განაწილების
უნარის ჩამოყალიბება;
·
დამოუკიდებლად სწავლის უნარის
განვითარება.
ამის შემდეგ გავითვალისწინე საშინაო დავალების დადებითი
და უარყოფითი მხარეები და ეფექტიანად გამოყენების
პრინციპები:
1.
ამ პრინციპის
თანახმად საშინაო დავალება არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სასჯელი;
2.
საშინაო დავალება
უნდა გასწორდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ზედმიწევნით;
3.
საშინაო დავალება,
რომ ეფექტური იყოს უნდა მოხდეს მისი ინტეგრირება იმ საგანთან, რომელსაც მოსწავლეები
ეუფლებიან;
4.
საშინაო დავალება
უფრო საინტერესო იქნება თუ მოსწავლეთა მიერ კლასში ნასწავლ მასალას დავაკავშირებთ ყოველდღიურ
ცხოვრებასთან;
5.
საშინაო დავალების
სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ორგანიზებულობისა და დამოუკიდებლად სწავლის
უნარის განვითარებას.
მაგალითად: როდესაც მოსწავლეს ვასწავლი პროცენტებს, მარტივი რიცხვის პროცენტის
პოვნით ვერ გავალთ სასურველ შედეგამდე. იგი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ
მაგალთებს და აგრეთვე ცალკეული საგნების სწავლების პროცესში მის გამოყენებას. მაგალითად:
ქიმიის სწავლებისას ნაერთში თვითოეული ნივთიერების წილისა; ფიზიკის სწავლებისას შენადნობში
თვითოეული ნივთიერებების ხვედრითი წილისა. ვექტორების სწავლებისას ტოლქმედის მოძიება
ვექტორთა შეკრება, ათწილადების სწავლებისას მასშტაბის მიხედვით ორ პუნქტს შორის მანძილის
პოვნა, სტატისტიკის ელემენტების სწავლებისას საშუალო სიჩქარის პოვნა, სვეტოვანი და
წრიული დიაგრამების სწავლებისას მოპოვებული ნავთობის მარაგისა და მისი მეოხებით შედარებების
გაკეთება წრიული და სვეტოვანი დიაგრამების მეშვეობით, სხეულთა მოცულობების სწავლებისას
ნივთიერებების მასისა და წონის გამოთვლა სიმკვრივეების მეშვეობით პრაქტიკული დავალებების
გადაწვეტა მიუვალ წერტილამდე მანძილი კონუსური ცილინდრული და მართკუთხა პარალელოპიპედის
მიხედვით წონის გამოთვლა სიმკვრივეების მეშვეობით. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთათვის
მოსწავლეებს ეძლევად საშინაო დავალებები მოძიებული სამუშაოების შესაბამისად კლასი იყოფა
ოთხ ჯგუფად თვითეული მუშაობს რომ დაადგინოს მაგალითად:
აქტივობა I
გამოთვალეთ თქვენს მიერ მოძიებული თივის ზვინის წონა,
როცა სიმკვრივე 300 კგ/მ3 .
აქტივობა II
მართკუთხა პარალეპიპედის ფორმის მქონე
სხეულში ასხია ბენზინი. იპოვეთ მისი წონა თუ
პარალეპიპედის განზომილებებია 3,4 და 2 R=0.9.
აქტივობა III
იპოვეთ
ცილინდრული ფორმის მქონე რკინის სხეულის წონა, თუ ცილინდრის ფუძის რადიუსი
აქტივობა III
იპოვეთ რგოლის მასა, თუ იგი თუჯითაა ჩამოსხმული
შიდა რადიუსი 0,3 მ, ხოლო გარე რადიუსი 0,5მ, სიმაღლე 0,2 მ.
საშინაო დავალება ახალი თემისათვის
ინფორმაციული ფონის მომზადება
თემა: სხეულთა
მოცულობების შესწავლას რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრებისათვის.
შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი
დასკვნა
მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის მიღება, მაგრამ
უმნიშვნელოვანესია ცოდნის პრაქტიკაში, სხვადასხვა ვითარებაში გამოყენების, სხვა ფორმით
წარმოდგენის უნარის განვითარება. ჩემს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილზე ვფიქრობ მიზანი
მიღწეულია, მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება. საშინაო დავალების შესრულების დროს განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერის უნარი,
რაც გამოჩნდა გაკვეთილზე წარმოდგენილი მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალების პრეზენტაციის
დროს.
როგორც ზემოთ აღინიშნა განხორციელებული აქტივობებით მივაღწიე მიზანს, მოსწავლეებმა
შეძლეს საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით საგანში მიღბული ცოდნის გამოყენება. განსაკუთრებით
ძლიერი ფაქტორი გამოდგა, დავალებისათვის შეფასების კრიტერიუმების წინასწარ მიწოდება, გარდა ამისა მშობელთა ჩართულობაც
იყო გათვალისწინებული, რაც გულისხმობს საშინაო დავალების დროს ბავშვისათვის კომფორტული გარემოს შექმნასა
და ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანი იყო ახალი მოთხოვნების გაცნობიერება,
გამოხატვა საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებით, საჭიროებების განსაზღვრა, გაკვეთილში არის მოსწავლეთა ინტერესები და ასაკი გათვალისწინებული,
დაგეგმვა არის ეფექტიანი და ის მიზანთან შესაბამისობაშია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
გოგეშვილი, მათემატიკის
დამხმარე წიგნი;
2.
საკუთარი გამოცდილება.
მასწავლებელი: თეიმურაზ დავითაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий